четверг, 7 марта 2019 г.

სამოდელო გაკვეთილი "ორ წერტილს შორის გამოთვლა"


2019 წლის 28  თებერვალს  სსიპ ქ. ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩავატარე პრობლემაზე ორიენტირებული   სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში .
ამ ტიპის  გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ის განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი;
მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისას მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ამყარებს მიმართებას რამდენიმე ცნებას შორის და გამოაქვს დასკვნა
ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა, ან პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება.
ასეთი სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეებში პირობისეული, ანუ ფუნქციური ცოდნის შეძენაზე.
 თემის აქტუალობას განსაზღვრავდა ის გარემოება,რომ:  ყოველდღიურ ყოფა-ცხოვ რებაში ხშირად  ვაწყდებით  პრობლემებს, რომლის გადაჭრა შეგვიძლია თეორი ულ ად ნასწავლი ცოდნის გამოყენებით. მოსწავლეთათვის აუცილებელია ერთ ვითარე ბაში ნასწავლი ცოდნის გადატანა სხვა სიტუაციაში, თეორიული მასალის სწავლის საჭიროების დანახვა რეალური სიტუაციებიდან, ყოელდღიური ცხოვრებიდან გამო დინარე, მაგალითად, სასურველ ობიექტამდე მისვლა ძნელდება და ხშირად შეულე ბელიც არის ბუნებრივი დაბრკოლებების გამო / შენობები, მდინარეები, დედამიწის რელიეფური ზედაპირი/ , როდესაც გადავადგილდებით ერთი პუნქტიდან მეორეში, რეალურად განვლილი მანძილი მეტია, ვიდრე უმოკლესი, ორ პუნქტს შორის მან ძილი, რომლის ცოდნასაც მოითხოვს ცხოვრებისეული სიტუაციები.
გაკვეთილის მიზნს წარმოადგენდა, მათემატიკური ცოდნის, კერძოდ, პითაგორას თე ორემის, ორ წერტილს შორის  მანძილის გამოსათვლელი ფორმულის გამოენებით მანძილის გამოთვლა რეალურ ვითარებაში.

გაკვეთილი დაიწყე ისეთი პრობლემის განხილვით , რომელიც მოსწავლეებისათვის აქტუალური იყო, პრობლემის ამოცანის შინაარსმა მოსწავლეებში  აღძრა ინტერეს.
პრობლემური სიტუაცია დავუკავშირე საკლასო გარემოს და ყოვედღიურ საყოფაცოვრებო  სიტუაციას ,აპლიკაციის საშუალებით,  ამოცანა იყო რეალური და
  იძლოდ ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას. პრობლემა ფოკუსირებულად მივმართე   ერთ საკითხზე, მანძილის გამოვლაზე. მოსწავლეებს მივეცი საკმარისი დრო,  პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებისა და შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად, არ მომიხდენია  დაგეგმილი აქტივობების და დროის ცვლილება.  გაკვეთილი იყო საინტერესო, მაგრამ ვთვლი , რომ ცოდნის კონსტრუირება B ფაზაზე აქტივობამ,  ''პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება'',რომლის მიზანის წარმოადგენდა; შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება კეთებით ,დიდად  განაპირობა გაკვეთილის წარმატება.

მოსწავლეები გამოთქვამდნენ პრობლემის გადასაჭრელად   მოსაზრებებს,  მე, მასწავლებელი ვაწარმოებდი სკაფოლდინგის, ვსვამდი  პრობლემის  გარშემო,   დამაზუსტებელ კითხვებს; რათა კლასი მიმეყვანა ალტერნატიული გზებით პრობლემის გადაჭრისკენ.
 სახალისო და საინტერესო იყო, მოსწავლეების  მიერ იატაკზე  პრაქტიკულად წარმოადგენენ იმ მართკუთხა სამკუთხედის, რომლის ჰიპოტენუზა კარადიდან მაგიდამდე მანძილია ,გაზომვა  ამ  მართკუთხა სამკუთხედის კათეტების რულეტის საშუალებით,  იატაკზე   მოთავსებული მართკუთხა კორდინატთა სისტემის  გამოყენება, მოსწავლეების მიერ წერტილის კოორდინატების როლის შესრულება. მოსწავლეებმა იოლად განახორციელეს ცოდნის ტრანსფერი, დაინახეს  თეორიის და პრაქტიკის კავშირი და ეს ტრანსფერი თავად განახორციელეს კეთებით, რამაც განაპირობა საგაკვეთილო მიზნის მიღწევა.
ჩატარებულმა გაკვეთილმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რომ , თეორიული ცოდნა, თუ ის არ იქნა გააზრებული და შესაბამისად გამოყენებული პრაქტიკაში, არაფრის მომცემია.

 კეთებით სწავლის მეთოდი ამ გაკვეთილისთვის იყო უნივერსალური, გამოიწვია ინტერესი, გაზარდა ჩართულობა, ამ აქტივობის დროს აბსოლიტურად ყველას ინტერესს იწვევდა საგაკვეთილო პროცესი და მასში მონაწილეობის მიღება.მოსწავლეთა შეფასება მოვახდინე  როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი რუბრიკის გამოყენებით, მაგრამ ვთვლი რომ, რადგან ძალიან მაღალი იყო აქტივობა და მოსწავლეთა ჩართულობა, შემეძლო უფრო მეტი განმსაზღვრელი  ქულის დაწერა. მოსწავლეებმა გაკვეთილი შეაფასეს "შუქნიშნის" პრინციპით დარიგებული ფერადი სტიკერების საშუალებით.               კმაყოფილი ვარ ,რომ მოლოდინმა გაამართლა, მივაღწიე არა მარტო საგაკვეთილო მიზანს, არამედ დავაინტერესე მოსწავლეები  ნასწავლი ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში .

Комментариев нет:

Отправить комментарий