იხილეთ გაკვეთილის გეგმა |
2019 წლის 22 თებერვალს სსიპ ქ. ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასში ჩავატარე ხელონებასთან ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში.
ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სასწავლო-საგაკვეთილო პროცესში, ხშირად, მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უჭირს სქემების, დიაგრამების, გრაფიკების აგება, მათი შინაარსობრივი ფორმულირება და ფორმულების დამახსოვრება. არსებობს სტერეოტიპები, რომ მათემატიკური სიმბოლოებით გადმოცემული ინფორმაცია რთული და გაუგებარია, რაც წინასწარ ქმნის არაჯანსაღ განწყობას საგნის მიმართ. აღნიშნული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მათემატიკური სიმბოლოების მარტივად აღქმასა , დამახსოვრებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ერთხელ მაინც შექმნიან ''მათემატიკურ დიზაინს" და მოახდენენ ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, მათ უკვე აღარ გაუძნელდებათ
ანალოგიური ამოცანების გადაწყვეტა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა, რასაც ემსახურება ეს გაკვეთილი.
გაკეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებს შეძენილი ცოდნისა და მიწოდებული დიაგრამების, ფორმულების, ფრაზების საშუალებით შეექმნათ მრავალფიგურიანი კომპოზიცია, გამოეყენებინათ განაწილებისა და სიბრტყეზე გარდაქმნის სხვადასხვა ხერხი.
გაკვეთილი დავიწყე ისეთი აქტივობით, რომელიც აღძრავდა ინტერესს, დაანხებდა მოსწავლეებს კავშირს ხელოვნებასა და მათემატიკას შორის, კერძოდ ვაჩვენე მათემატიკური სიმბოლოების გამოყენებით შექმნილი მაისურის დიზაინები. მეც მეცვა მათემატიკური სიმბოლიკით გაფორმებული მაისური. (საკუთარი დიზაინით და ხელით შექმნილი). მოსწავლეებს გავუჩინე სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ მონაწილენი კომპოზიციური განაწილების ხერხების გამოყენებით შეექმნათ საკუთარი ნამუშევარი.
გაკვეთილი იყო საინტერესო, ვთვლი , რომ ცოდნის კონსტრუირების B ფაზაზე აქტივობამ ''მათემატიკური დიზაინი",
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცოდნის ტრანსფერი, დიდად განაპირობა საგაკვეთილო მიზნის მიღწევა.
მოსწავლეები ხალისით, ინტერესით ჩაერთნენ მაისურების დიზაინის შექმნაში, ეფექტურად გამოიყენეს მიწოდებული რესურსი. მათ იოლად განახორციელეს შეძენილი ცოდნის გამოყენება , დაინახეს თეორიის და პრაქტიკის კავშირი. ტრანსფერი განახორციელეს კეთებით, რამაც განაპირობა გაკვეთილის წარმატება.
ჯგუფები საერთო მიზნის მისაღწეად მუშაობდნენ შეთანხმებულად. აირჩიეს პრეზენტატორები, ''მოდელები'' და დასკვნით ეტაპზე, ''პოდიუმზე'' წარმოადგინეს ''მათემატიკური დიზაინით'' შექმნილი მაისურები. რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, ხელოვნება და მათემატიკური მეცნიერება ერთმანეთთან შეეთავსებინათ, გამოეყენებინათ კომპოზიციური განაწილების ხერხები, ვიზუალურად და თემატურად დაეკავშირებინათ ისინი ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში, მათემატიკური სიმბოლოებით შექმნათ ისეთი ნამუშევარი, რომელიც არა მარტო ეფექტურად, არამედ შინაარსობრივადაც მნიშვნელოვანი იყო.
ვთვლი , რომ აქტივობები ისე იყო დაგეგმილი გაკვეთილის ყოველ ეტააპზე , რომ მოსწავლეთა ინტერესი არ განელებულა. ჩატარებულმა გაკეთილმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ როცა გაკვეთილი ორგანულად აკავშირებს საგანთა შორის ტრანსფერს და ყოველდღიურ რეალობას, ის ყოველთვის წარმატებულია.
მოსწავლეები შევაფასე როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი რუბრიკის გამოყენებით, მაგრამ ვთვლი, რომ რადგან ძალიან მაღალი იყო აქტივობა და მოსწავლეთა ჩართულობა, შემეძლო უფრო მეტი განმსაზღვრელი ქულის დაწერა, რასაც მომავალში გავითვალისწინებ.
გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ხელოვნებისა და მათემატიკის პედაგოგებისათვის, არამედ სხვა დარგის სპეციალისტებისათვისაც, რადგან მოცემულმა ინტეგრირებულმა გაკვეთილმა სხვადასხვა სფეროს ცოდნა გააერთიანა და საბოლოო ჯამშო ერთ მთლიან ჯაჭვად წარმოადგინა. პედაგოგებს დაანახა საგანთა შორის კავშირების მნიშვნელობა თითოეული გაკვეთილისათვის.
კმაყოფილი ვარ ,რომ მოლოდინმა გაამართლა, მივაღწიე საგაკვეთილო მიზანს და დავაინტერესე მოსწავლეები ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий