ეს საინტერესოა

  • ინგლისელმა მათემატიკოსმა აბრაჰამ დე მუავრიმ სიბერის ჟამს აღმოაჩნა, რომ მისი სიზმრის ხანგრძლივობა დღეში 15 წუთით იზრდება. არითმეტიკული დაანგარიშებით მან გამოითვალა თუ როდის მიაღწევდა ის 24 საათს. ეს იყო 1754 წლის 24 ნოემბერი. მან სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა.
  • ერთხელ ამერიკელმა მათემატიკოსმა ჯორჯ დანცინცინგმა სტუდენტობისას ლექციაზე დააგვიანა. მან დაფაზე შეამჩნია დაწერილი განტოლება, რომელიც საშინაო დავალებად მიიჩნია. სახლში მას ეს დავალება ჩვეულებრივზე რთულად მოეჩვენა, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ შეძლო მისი ამოხსნა. აღმოჩნდა , რომ მას ამოუხსნია ორი “გადაუჭრელი” პრობლემა სტატისტიკაში, რომლის გადაჭრასაც ბევრი ცნობილი მეცნიერი ცდილობდა უშედეგოთ.
  • მიღებულია აზრი, რომ ალფრედ ნობელის მიერ მათემატიკის არ შეყვანა საკუთარი პრემიის დისციპლინების სიაში განპირობებული იყო იმით, რომ მას საკუთარი ცოლი მათემათიკოსთან ღალატობდა. სინამდვილეში ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული. რეალური მიზეზი თუ რატომ იგნორირებდა მათემატიკას უცნობია. ერთერთი ვარაუდით ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ იმ დროისათვის შვედეთში უკვე არსებობდა სამეფო პრემია მათემატიკის დარგში.
  • 18 ერთადერთი რიცხვია (ნულის გარდა). რომელთა ციფრემის ჯამი საკუთარზე ორჯერ ნაკლებია. 1354893260_3
  • 23 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში იმის ალბათობა, რომ რომელიმე ორი მათგანის დაბადების დღე ერთმანეთს დაემთხვევა 50%-ია. ხოლო 60 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში 99%.
  • ნული ერთადერთი ციფრია, რომლის დაწერა არ შეიძლება რომაული ასოებით.
  • ტოლობის ნიშანი “=” პირველად გამოიყენა ბრიტანელმა რობერტ რეკორდმა 1557 წელს.
  • ერთიდან ასამდე ციფრების ჯამი 5050 ის ტოლია.
  • 1996 წლიდან ტაიბეიში (ტაივანი) მოსახლეობას ციფრი 4-ის წაშლის ნებართვა დართეს. რადგან ეს სიტყვა ტრადიციულ ჩინურ ენაზე წარმოითქმის როგორც “სიკვდილი”. ბევრ შენობებში არ არსებობს ბინები და სართულები ციფრი 4 -ის  გამოყენებით.
  • ჩარლზ ლუთვიჯ ჯონსონი – ნაკლებად ცნობილი ბრიტანელი მათემატიკოსი. მან მთელი თავისი ცხოვრება ლოგიკას დაუთმო. მიუხედავად ამისა ის საქვეყნოდ ცნობილია როგორც მწერალი, ლუის კეროლის ფსევდონიმით.
  • პირველ ქალ მათემატიკოსად ისტორიაში მიჩნეულია ბერძენი ჰიპათია, რომელიც ცხოვრობდა ეგვიპტის ალექსანდრიაში  ჩვენი წელთაღრიცხვის IV-V საუკუნეებში.
  • თანამედროვე გენიოსი და პროფესორი სტივენ ჰოუკინგი ირწმუნება, რომ მათემატიკას ის მხოლოდ სკოლის პერიოდში სწავლობდა. ოქსფორდში სანამ მათემატიკის ლექციებს წაიკითხავდა, ის მას უბრალოდ ეუფლებოდა სტუდენტებზე რამოდენიმე კვირით ადრე.3981-141237-stephen_hawking_2134677899
  • ერთნაირი პერიმეტრის მქონე ფიგურებს შორის წრეს ყველაზე დიდი ფართობი აქვს, და პირიიქით, ყველა ერთნაირი ფართობის მქონე ფიგურებში წრის პერიმეტრი ყველაზე პატარაა

Комментариев нет:

Отправить комментарий