პროცენტი (ლათ. procentum — ასზე) — ერთეულად მიღებული მთელის მეასედი ნაწილი. მისი ნიშანია: %. მაგალითად, 7 მეტრის12% შეადგენს 0,84 მეტრი, ანუ 84 სანტიმეტრი. მთელის მეათასედ ნაწილს, ესე იგი პროცენტის მეათედს, უწოდებენ პრომილეს. სამეურნეო და სტატისტიკურ გამოთვლებში მოსახერხებელია სიდიდის ნაწილის პროცენტობით გამოსახვა. დავუშვათ, რომ რაიმეს სიდიდეს წელიწადში (ან დროის სხვა ნებისმიერ შუალედში) ემატება p%. თუ ჩავთვლით, რომ თითოეული წლის ნამატი ამოიღება ისე, რომ ახალი წელიწადის ნამატი გამოითვლება საწყისი მნიშვნელობისაგან, მაშინ t წ შემდეგ ამ სიდიდის x მნიშვნელობა გამოითვლება ეგრეთ წოდებული მარტივი პროცენტის ფორმულით: x=a (1+pt/1000), სადაც a არის სიდიდის საწყისი მნიშვნელობა. ნამატის დარიცხვის შემთხვევაში x გამოითვლება ეგრეთ წოდებული რთული პროცენტის ფორმულით: x=a (1+p/1000)t. წელიწადის ნაწილისათვის პროცენტის გამოთვლისას თვლიან, რომ 1 წ = 360 დღე-ღამეა, ხოლო 1 თვე = 30 დღე-ღამე.
среда, 14 ноября 2018 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
-
" ოქროს კვეთა პ ო ე ზ ი ა შ ი '' პოეზიაში რუსთაველი პირველია მსოფლიოში ...
-
'' ოქროს კვეთა '' მუსიკაში „მუსიკა-ბგერის ხელოვნებაა... ბგერა,მუსიკის მა ...
-
ფუნქცია ანუ ასახვა , ერთ-ერთი ძირითადი ცნება მათემატიკაში, რომელიც გამოსახავს ერთი ტიპის ცვლადი სიდიდეების კავშირს სხვა ცვლად სიდიდეებთან...
Комментариев нет:
Отправить комментарий