понедельник, 24 июня 2019 г.
четверг, 6 июня 2019 г.
სტუმრად დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში
5 ივნისს არაფორმალური განათლების ფარგლებში სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის VIIIგ კლასის(დამრიგებელი ელისო თაგვაძე) მოსწავლეები კლასის დამრიგებელთან და ხელოვნების მასწავლებელთან(შორენა ფხაკაძე) ერთად ესტუმრნენ დ. კაკაბაძის სახელობის გალერეას. დაათვალიერეს ექსპოზიცია, მოისმინეს ინფორმაცია მხატვრებისა და ნამუშევრების შესახებ, დასვეს კითხვები. ვიზიტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
понедельник, 22 апреля 2019 г.
არაფორმალური განათლება
2018 წლის 17 1პრილს 7 გ კლასის და 9 ა კლასის მოსწავლეებთან ერთად არაფორმალური განათლების ფარგლებში ვესტუმრეთ ნიკო და გიორგი ნიკოლაძის სახლმუზეუმს სოფელ დიდ ჯიხაიში.
1951 წლის 1 ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი,
1958 წელს მუზეუმის ერთ ოთახში განთავსდა ნიკო ნიკოლაძის სახელოვანი ვაჟის გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა. . თავად ნიკო ნიკოლაძე უმაღლეს იურიდიულ განათლებას სორბონის, ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში იღებდა. ციურიხის უნივერსიტეტშივე დაიცვა მან სადოქტორო დისერტაცია თემაზე,განიარაღება და მისი სოციალ-ეკონიმიკური შედეგები”, რითაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მოიპოვა. მისმა ვაჟმა, ცნობილმა მათემატიკოსმა, ინჟინერ-მეტალურგმა, ინჟინერ-გამომგონებელმა, სპორტსმენმა-ტანმოვარჯიშემ, ალპინისტმა და მეტად მრავალმხრივმა პიროვნებამ სადოქტორო დისერტაცია სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა და სხვა. დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის მუზეუმში ყურადღებას იქცევს ნიკო ნიკოლაძის მიერ 1910 წელს აგებული საქართველოში პირველი და ერთადერთი ქარის ძრავა, ამ ნაგებობით ხდებოდა წყლის მექანიკური ამოტუმბვა ჭიდან და ყველა შენობა-ნაგებობის, ნათესების წყლით მომარაგება. შესაძლოა ამ ძრავასთან დამონტაჟდეს მიკროელექტროგენერატორიც, რაც მთელ მემორიალურ კომპლექსს ელექტროენერგიით მოამარაგებს საჭირო დროს. ნიკოლაძემ თავისი საცხოვრებელი სახლი ააგო 1886 წელს. შემდეგ სამჯერ გადააკეთა.
1910-იან წლებში სახლმა საბოლოო სახე მიიღო შვედი არქიტექტორის ფრიდის მიხედვით. სახლი გადახურულია მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით, რომელიც რამდენიმე ადგილას სარკმლის მოვალეობასაც ასრულებს. სახლის აივნები, მარანი, სარდაფი და სხვა მოგებულია ევროპიდან ჩამოტანილი, რუსეთის იმპერიაში სახლმშენებლობაში პირველად გამოყენებული ბეტონით, რომლითაც ნიკომ ააგო ქალაქი ფოთი და ფოთის პორტი. სხვა მემორიალურ ნივთებს შორის გამოფენაში ყურადღებას იქცევს ნიკოს მიერ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი საოჯახო ნივთები სა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები. კერძოდ: ბერლინიდან ჩამოტანილი პიანინო, ბარომეტრი და თერმომეტრი, საანგარიშე და საფანქრე, რკინის ჭადრაკის მაგიდა და სკამები, ხელის სარეცხი მანქანა, დრეზდენიდან ჩამოტანილი სერვიზის ნაწილი, ,,ვერმოლილის” ფირმის გოგირდის შესაწამლი მანქანა. ბოთლების თავსაცობი მანქანა, ბერლინიდან ჩამოტანილი აბანო. ავსტრიული ლამფები. პარიზიდან ჩამოტანილი: ნიკოს ქუდები, სათვალე პენსნე და ჯიბის სამელნე, მინის ბუზსაჭერი, პარიზში ნიკოლაძის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მზის საათი სოფელ ჯიხაიშისთვის, რომელზეც აღნიშნულია სოფლის მერიდიანები და მონოგრამა ,,ონ”. თუჯის ღუმელი. დანიაში, კოპენჰაგენში დამზადებული რძის სეპარატორი და კარაქის სადღვები. ლონდონიდან ჩამოტანილი პონის ეტლი. საწერი მაგიდა. ამერიკაში, ცინცინატში დამზადებული სიმინდის საღერღი მანქანა. ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა და შეეძლო ერთდროულად ორი სხვადასხვა ტექსტი აეკრიბა. ამერიკული ,,კოდაკის” ფირმის ფოტოაპარატი, ერთ-ერთი პირველი გამოშვება. რუსეთიდან ჩამოტანილი თივის საწნეხი მანქანა, სპილენძისგან დამზადებული ორი სამოვარი, რუსი მხატვრის მიერ დამზადებული ჭედური წმიდა გიორგის ხატი, რომელიც ქალაქ ფოთის ემბლემაც იყო... ნიკოლაძეს აქვე ჰქონდა გაშენებული საფრანგეთიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშის ვაზის ზვრები ადგილობრივი, ქართული ჯიშის ვენახებთან ერთად. ეზოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნიკოს მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ენდემური ჯიშის ხეები: სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი სექვოია. ამერიკული კაკლის ხეები, საპნის ხე, კორპის მუხა, ჰიმალაის კედარი, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ამ ეზოს ამშვენებდა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი არაუკარია, ქონის ხე, აქვეა კატალპა - იტალიური ჭადარი, გლიცინია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭადრები, სურნელოვანი ოსმანთუსი და სხვა.
მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ სახელოვანი მამულიშვილების ისტორიას და წარმოდგენილ ექსპონანტებს. დაათვალიერეს სახლისა და ბაღის ყველა ნაწილი.
სპორტის მასწავლებლის ჯუმბერ ჯანელიძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს მინი მხიარული შეჯიბრებები. ემოციებით დატვირთული დავბრუნდით სახლებში.
среда, 3 апреля 2019 г.
მსოფლიოში პირველად, ქალმა მათემატიკის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა
მათემატიკის უმაღლესი ჯილდო
ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ ულენბეკი გახდა პირველი ქალი, რომელსაც აბელის £530 000-იანი ჯილდო გადაეცა.
ულენბეკმა პრიზი ისეთი მინიმალური ზედაპირების მქონე სტრუქტურების შესწავლისათვის დაიმსახურა, როგორიც, მაგალითად, საპნის ბუშტებია.
"მისმა ნაშრომებმა მინიმალური ზედაპირების შესახებ ჩვენი ცოდნა მნიშვნელოვნად გაზარდა", - აცხადებს დაჯილდოების კომიტეტის ხელმძღვანელი ჰანს მუნთ-კაასი.
მინიმალური ზედაპირის მქონე სტრუქტურის კარგი ყოველდღიური მაგალითი საპნის ბუშტია.
საპნის ბუშტების მათემატიკურად მანიპულირება და წარმოდგენა მეცნიერებს სხვადასხვა ფიზიკური მოვლენების, მაგალითად, ელექტრული ველების მოდელირებისა და შესწავლის საშუალებას აძლევს.
"ახალგაზრდა მათემატიკოსები ულენბეკის ნაშრომებს კარგად იცნობენ. აღსანიშნავია, რომ ულენბეკი ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა გოგონებს მუდმივად ახალისებდა", - აცხადებს სურეის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯიმ ალ-ხალილი.
вторник, 2 апреля 2019 г.
სტუმრად ქუთაისის მეტეოროლოგიურ სადგურში
2018 წლის 27 მარტს გეოგრაფიის მასწავლებელმა თეონა ნიკოლაძემ და მათემატიკის მასწავლებელმა ელისო თაგვაძემ მოაწყვეს ექვსკურსია- გაკვეთილი ქუთაისის მეტეოროლოგირ სადგურში მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად. მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია გიორგი ფრუიძემ. მან აღნიშნა , რომ მეტეოროლოგიური კვლევა ძირითადად ემყარება მეტეოროლოგიურ სადგურებში მოპოვებულ დაკვირვების მასალას. ეს სადგურები გაერთიანებულია სახელმწიფო მეტეოროლოგიურ ქსელში. მეტეოროლოგია ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს ხსნის, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებათა მასალის სტატისტიკური ანალიზით; XIX საუკუნიდან იყენებენ აგრეთვე მეტეოროლოგიური დაკვირვების სინოპტიკური ანალიზის მეთოდსაც, რისთვისაც ყოველდღიურად ადგენენ დაკვირვების ვადების შესაბამის სინოპტიკურ რუკებს.
XIX საუკუნის ბოლოდან და განსაკუთრებით XX საუკუნეში, დიდი მნიშვნელობა მიეცა ატმოსფერული პროცესების ფიზიკას და მათ ანალიზს. ბოლო წლებში ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე ხელოვნური ზემოქმედების განვითარების შედეგად მეტეოროლოგიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცდას როლი. თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფეროს მდგომარეობას შეისწავლის დედამიწის ხელოვნური მეტეოროლოგიური თანამგზავრებისა და რადიოლოკატორების საშუალებით. თეორიული კვლევის დროს ფართოდ იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებს. უკანასკნელ წლებში წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა თანამგზავრული მეტეოროლოგია და გამოყენებითი დისციპლინები – საავიაციო მეტეოროლოგია, აგრომეტეოროლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია და სხვ.
მეტეოროლოგიაში ძირითადი ამოცანაა ამინდის სხვადასხვავადიანი პროგნოზი. სწრაფად იზრდება ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების (სეტყვასთან ბრძოლა, ზემოქმედება ღრუბლიანობასა და ნალექებზე, მცენარეთა დაცვა წაყინვებისაგან) პრაქტიკული მნიშვნელობა. დამუშავდა ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შესწავლა.
XIX საუკუნის ბოლოდან და განსაკუთრებით XX საუკუნეში, დიდი მნიშვნელობა მიეცა ატმოსფერული პროცესების ფიზიკას და მათ ანალიზს. ბოლო წლებში ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე ხელოვნური ზემოქმედების განვითარების შედეგად მეტეოროლოგიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცდას როლი. თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფეროს მდგომარეობას შეისწავლის დედამიწის ხელოვნური მეტეოროლოგიური თანამგზავრებისა და რადიოლოკატორების საშუალებით. თეორიული კვლევის დროს ფართოდ იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებს. უკანასკნელ წლებში წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა თანამგზავრული მეტეოროლოგია და გამოყენებითი დისციპლინები – საავიაციო მეტეოროლოგია, აგრომეტეოროლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია და სხვ.
მეტეოროლოგიაში ძირითადი ამოცანაა ამინდის სხვადასხვავადიანი პროგნოზი. სწრაფად იზრდება ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების (სეტყვასთან ბრძოლა, ზემოქმედება ღრუბლიანობასა და ნალექებზე, მცენარეთა დაცვა წაყინვებისაგან) პრაქტიკული მნიშვნელობა. დამუშავდა ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შესწავლა.
საქართველო მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაშია ჩართული. მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას სადღეღამისო რეჟიმში ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან 3 საათში ერთხელ მიეწოდება, მათ შორის საქართველოს 14 მეტეო სადგურიდან. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე გლობალური მასშტაბის ამინდის პროგნოზები დგება, რომლებიც CNN-ით და მასმედიის სხვა საშუალებებით ვრცელდება.
ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ, ინიშნავდნენ საინტერესო ინფორმაციას. გორგი ფრუიძემ ბავშვებს დაათვალიერებინა მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, აუხსნა მათი მოქმედების პრინციპი, ესაუბრა ავტომატურ სადგურზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე, ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება იქნას მიღწეული
ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ, ინიშნავდნენ საინტერესო ინფორმაციას. გორგი ფრუიძემ ბავშვებს დაათვალიერებინა მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, აუხსნა მათი მოქმედების პრინციპი, ესაუბრა ავტომატურ სადგურზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე, ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება იქნას მიღწეული
четверг, 14 марта 2019 г.
ეს უნდა იცოდეთ
სამი GIF, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა ეჩვენებინათ რიცხვ პის ახსნისას
დღეს, 14 მარტს, მსოფლიოში რიცხვ პის დღე აღინიშნება. მიზეზი მარტივია — მესამე თვის რიცხვი 14.
π-ს შესახებ ალბათ გსმენიათ და ისიც იცით, რომ წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია. ყველამ, ვინც სკოლაში ოდნავ ყურადღებას მაინც უთმობდა გაკვეთილებს იცის, რომ მისი მნიშვნელობა 3,14-ს უდრის; შედარებით ცოტას ახსოვს, რომ უფრო ზუსტად იგი 3,14159-ია; ხოლო დანარჩენებს, ყურმოკრული მაინც აქვთ, რომ სინამდვილეში, ეს რიცხვი საერთოდ არ მთავრდება და უსასრულო რაოდენობის ციფრებისგან შედგება.
წარმოგიდგენთ 3 GIF-ს, რომელიც ყველაზე მარტივად აგიხსნით, რა არის და საიდან მოდის პი.
GIF #1
რადგან π წრეწირის სიგრძის და დიამეტრის შეფარდებაა, თუკი ავიღებთ ერთეულოვან წრეწირს (ანუ წრეწირს, რომლის დიამეტრი 1 პირობითი ერთეულის ტოლია) და გავშლით მას წრფეზე, ერთეული სიგრძის დიამეტრი ამ მონაკვეთში 3-ზე ცოტა მეტჯერ უნდა ჩაეტიოს. უფრო ზუსტად კი — 3,14-ჯერ. კიდევ უფრო ზუსტად კი... 3,14159-ჯერ. საბოლოო სიზუსტით ამ რიცხვს ვერასდროს დავწერთ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის არასოდეს მთავრდება.
GIF #2
მეორე გზა, რომლითაც π-ს გააზრება შეგვიძლია, კუთხის საზომი ერთეული — რადიანია. ერთი რადიანი არის წრის ორ რადიუსს შორის არსებული კუთხე, რომლის შესაბამისი რკალის სიგრძეც, თავად ამ რადიუსების ტოლია. თუკი გავზომავთ, ვნახავთ, რომ ნახევარ წრეში 3 ცალი რადიანი და კიდევ სულ ცოტა (0,14159…) ეტევა. დაკვირვებულები უკვე შეამჩნევდით, რომ ეს რიცხვი ზუსტად იმდენია, რამდენი დიამეტრიც ჩაეტია ზემოთ, წრის სიგრძეში :)
ეს გასაკვირი არ არის, რადგან როგორც ვიცით, წრის რადიუსი, მისი დიამეტრის ნახევარია. ხოლო განმარტებასაც თუ გავიხსენებთ, მარტივად მივხვდებით, რომ ამ შემთხვევაშიც, ნახევარ წრეში პი-ცალი რადიანი ჩაეტევა.
GIF #3
მესამე მეთოდი, რომლითაც წრის გარშემოწერილობის და მისი დიამეტრის შეფარდების სხვაგვარად წარმოდგენა შეგვიძლია, სინუსოიდაა. დახატული და მოციმციმე სინუსოიდა, სავარაუდოდ, ხშირად გინახავთ სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებში, ან, სამედიცინო დაწესებულებებში, ან, შეიძლება, სკოლაშიც კი, ტრიგონომეტრიის სწავლისას. სინუსოიდა სინუს-ფუნქციის აღმწერი ორგანზომილებიანი გრაფიკია. ეს ფუნქცია კი, რეალურად, ძალიან მარტივი რამეა — მართკუთხა სამკუთხედში, ჩვენთვის საინტერესო მახვილი კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან (ანუ ის გვერდი, რომელიც მართკუთხა სამკუთხედში ყველაზე გრძელია).
როგორც ზედა GIF-დან ჩანს, სინუსოიდა ასევე შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც კოორდინატები ერთეულოვან წრეწირზე და, როგორც კი ნახევარ წრეწირს „გავირბენთ”, ზუსტად π მანძილი გვექნება „გავლილი” სინუსოიდის აბსცისთა ღერძზე.
და ბოლოს — თუ ძალიან ცნობისმოყვარე ხართ და გაინტერესებთ, რა ციფრები მოდის 3,14-ის შემდეგ, ინებეთ პის პირველი ათასი სიმბოლო ათწილადის ნიშნის შემდეგ:
3.1415926535897932384626433832795028841971693993751058209749445923078164062862089986280348253421170679821480865132823066470938446095505822317253594081284811174502841027019385211055596446229489549303819644288109756659334461284756482337867831652712019091456485669234603486104543266482133936072602491412737245870066063155881748815209209628292540917153643678925903600113305305488204665213841469519415116094330572703657595919530921861173819326117931051185480744623799627495673518857527248912279381830119491298336733624406566430860213949463952247371907021798609437027705392171762931767523846748184676694051320005681271452635608277857713427577896091736371787214684409012249534301465495853710507922796892589235420199561121290219608640344181598136297747713099605187072113499999983729780499510597317328160963185950244594553469083026425223082533446850352619311881710100031378387528865875332083814206171776691473035982534904287554687311595628638823537875937519577818577805321712268066130019278766111959092164201989
იაპონელმა ქალმა რიცხვ პის მსოფლიო რეკორდი მოხსნა
ემა ჰარუკა ივაო გუგლის თანამშრომელია, რომელმაც პის მნიშვნელობა 31 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა და ამ დრომდე არსებული 22-ტრილიონიანი რეკორდი მოხსნა.
არსებული ციფრების გაგრძელება ძალიან რთულია, რადგან პის მიმდევრობა რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება.
პი ინჟინერიაში, ფიზიკაში, კომპიუტერებსა და კოსმოსურ ხომალდებში გამოიყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია ტალღებთან, წრეებთან და ცილინდრებთან დაკავშირებული გამოთვლების ჩატარება.
ემა ჰარუკა ივაომ ციფრების გამოსათვლელად გუგლის ქლაუდ სისტემა გამოიყენა, რომელიც 170 ტერაბაიტ ინფორმაციას 121 დღის განმავლობაში ამუშავებდა.
"მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ. აღნიშნული რეკორდის მოხსნა ძალიან რთული იყო. ვიცით, რომ პის დასასრული არ აქვს, მაგრამ მისი ციფრების გამოთვლას სიამოვნებით გავაგრძელებდი", - აცხადებს ის.
31,4-ტრილიონიანი ციფრის მქონე რიცხვის წარმოსათქმელად 332 064 წელი იქნებოდა საჭირო.
NASA-ს გამოქვეყნებული აქვს სია, სადაც ჩამოთვლილია, თუ რაში იყენებს კოსმოსური სააგენტო რიცხვ პის, მაგალითად, ნასა მისი საშუალებით ითვლის მარსის ხომალდებისათვის საჭირო პარაშუტის ზომას. პის საშუალებით ხდება იმის გამოთვლაც, თუ რამდენი კვადრატული ფორმის სურათი იქნება საჭირო თანამგზავრიდან პლანეტის ზედაპირის სრულად გადასაღებად. პი გამოიყენება პლანეტების გარშემო არსებულ ორბიტებზე ხომალდების გასანთავსებლადაც.
"თანამედროვე მათემატიკა, ფიზიკა, ინჟინერია და ტექნოლოგია პის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა", - აცხადებს მათემატიკოსი მეთ პარკერი.
2010 წელს ნიკოლას ზემ Yahoo-ს ქლაუდ კომპიუტერების გამოყენებით გამოითვალა, რომ პის მეორეკვადრილიონე ციფრი ნული იყო, აღნიშნულ გამოთვლას ჩვეულებრივ კომპიუტერზე 500 წელიწადი დასჭირდებოდა.
понедельник, 11 марта 2019 г.
''ოქროს კვეთა '' მუსიკაში
''ოქროს კვეთა '' მუსიკაში
„მუსიკა-ბგერის ხელოვნებაა... ბგერა,მუსიკის მა
ტერია, გახვეული უნდა იყოს სიჩუმეში,განისვე
ნოს მასში , როგორც ძვირფასმა თვალმა ხავერ
დოვან ზარდახშაში.“,-ამბობდა ჰენრიხ ნეიგჰაუზი.
ოქროს კვეთა გამოყენებული აქვთ:
ბეთჰოვენს , ჰაიდნს, მოცარტს, შოპენს , შუბერტს და სხვა
კლასიკოსებს.;ბეთჰოვენს-97%,ჰაიდნს-97%, მოცარტს-91%,
შოპენს-92%,შუბერტს-91%.
ბეთჰოვენს , ჰაიდნს, მოცარტს, შოპენს , შუბერტს და სხვა
კლასიკოსებს.;ბეთჰოვენს-97%,ჰაიდნს-97%, მოცარტს-91%,
შოპენს-92%,შუბერტს-91%.
ლუდვიკ ვან ბეთჰოვენის სონეტებში ოქროს კვეთა გამოყენებულია
დამუშავებაში, სადაც მთავარი თემა მუშავდება და იცვლება
ტონალობაში. თვითონ დამუშავება გაყოფილია ორ დიდ
ნაწილად მისი I, VI და XVIII ტაქტები კი დაკავშირებულია
ოქროს კვეთით.
დამუშავებაში, სადაც მთავარი თემა მუშავდება და იცვლება
ტონალობაში. თვითონ დამუშავება გაყოფილია ორ დიდ
ნაწილად მისი I, VI და XVIII ტაქტები კი დაკავშირებულია
ოქროს კვეთით.
четверг, 7 марта 2019 г.
სამოდელო გაკვეთილი "ორ წერტილს შორის გამოთვლა"
2019 წლის 28 თებერვალს სსიპ ქ. ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩავატარე პრობლემაზე
ორიენტირებული
სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში .
ამ ტიპის გაკვეთილის ჩატარება
განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ის განსაკუთრებით ზრდის მოსწავლის მოტივაციას. მოსწავლე ჩართულია აქტიურ სწავლაში, მუშაობს რეალური პრობლემის გადაჭრაზე, რის შედეგადაც სწავლა მისთვის უფრო საინტერესო და სახალისო ხდება. ზრდის მის პასუხისმგებლობას სწავლისადმი;
მოსწავლეებში ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე ფიქრისას მოსწავლე კრიტიკულად აფასებს, რა იცის, რა უნარ-ჩვევები აქვს და რა სჭირდება პრობლემის გადასაჭრელად. ამყარებს მიმართებას რამდენიმე ცნებას შორის და გამოაქვს დასკვნა
ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პრობლემის გადაჭრაზე მუშაობის დროს მოსწავლეს შეიძლება მოუხდეს პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა, ან პრობლემის გადაჭრის რამდენიმე პასუხის პოვნა, ან ახალი (ორიგინალური) გზის ძიება.
ასეთი სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეებში პირობისეული, ანუ ფუნქციური ცოდნის შეძენაზე.
თემის აქტუალობას
განსაზღვრავდა ის გარემოება,რომ: ყოველდღიურ ყოფა-ცხოვ რებაში ხშირად ვაწყდებით
პრობლემებს, რომლის გადაჭრა შეგვიძლია თეორი ულ ად
ნასწავლი ცოდნის გამოყენებით. მოსწავლეთათვის აუცილებელია ერთ ვითარე ბაში ნასწავლი ცოდნის გადატანა სხვა სიტუაციაში,
თეორიული მასალის სწავლის საჭიროების დანახვა რეალური სიტუაციებიდან, ყოელდღიური ცხოვრებიდან
გამო მ დინარე,
მაგალითად, სასურველ ობიექტამდე მისვლა ძნელდება და ხშირად შეუძლე ბელიც
არის ბუნებრივი დაბრკოლებების გამო / შენობები, მდინარეები, დედამიწის რელიეფური ზედაპირი/
, როდესაც გადავადგილდებით ერთი პუნქტიდან მეორეში, რეალურად განვლილი მანძილი მეტია,
ვიდრე უმოკლესი, ორ პუნქტს შორის მან ძილი,
რომლის ცოდნასაც მოითხოვს ცხოვრებისეული სიტუაციები.
გაკვეთილის
მიზნს წარმოადგენდა, მათემატიკური ცოდნის, კერძოდ,
პითაგორას თე ორემის, ორ წერტილს შორის მანძილის
გამოსათვლელი ფორმულის გამოყენებით მანძილის გამოთვლა რეალურ ვითარებაში.
გაკვეთილი
დავიწყე
ისეთი პრობლემის განხილვით
, რომელიც მოსწავლეებისათვის აქტუალური იყო, პრობლემის ამოცანის შინაარსმა მოსწავლეებში აღძრა ინტერესი.
პრობლემური სიტუაცია დავუკავშირე საკლასო გარემოს და ყოვედღიურ საყოფაცოვრებო სიტუაციას ,აპლიკაციის საშუალებით, ამოცანა იყო რეალური და
იძლეოდა ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას. პრობლემა ფოკუსირებულად მივმართე ერთ საკითხზე, მანძილის გამოვლაზე. მოსწავლეებს მივეცი საკმარისი დრო, პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებისაა და შესაბამისი სტრატეგიების შერჩევად.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად, არ მომიხდენია დაგეგმილი აქტივობების და დროის ცვლილება. გაკვეთილი იყო საინტერესო, მაგრამ ვთვლი , რომ ცოდნის კონსტრუირება
B ფაზაზე აქტივობამ, ''პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიება'',რომლის
მიზანის წარმოადგენდა; შეძენილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება კეთებით ,დიდად განაპირობა გაკვეთილის წარმატება.
მოსწავლეები
გამოთქვამდნენ პრობლემის გადასაჭრელად მოსაზრებებს, მე, მასწავლებელი ვაწარმოებდი სკაფოლდინგის, ვსვამდი
პრობლემის გარშემო,
დამაზუსტებელ კითხვებს; რათა კლასი მიმეყვანა ალტერნატიული გზებით პრობლემის
გადაჭრისკენ.
სახალისო და საინტერესო იყო, მოსწავლეების მიერ იატაკზე
პრაქტიკულად წარმოადგენენ იმ მართკუთხა სამკუთხედის, რომლის ჰიპოტენუზა კარადიდან
მაგიდამდე მანძილია ,გაზომვა ამ მართკუთხა სამკუთხედის კათეტების რულეტის საშუალებით, იატაკზე
მოთავსებული მართკუთხა კორდინატთა სისტემის გამოყენება, მოსწავლეების მიერ წერტილის კოორდინატების
როლის შესრულება. მოსწავლეებმა იოლად განახორციელეს ცოდნის ტრანსფერი, დაინახეს თეორიის და პრაქტიკის კავშირი და ეს ტრანსფერი თავად
განახორციელეს კეთებით, რამაც განაპირობა საგაკვეთილო მიზნის მიღწევა.
ჩატარებულმა
გაკვეთილმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რომ , თეორიული ცოდნა, თუ ის არ იქნა გააზრებული
და შესაბამისად გამოყენებული პრაქტიკაში, არაფრის მომცემია.
კეთებით სწავლის მეთოდი ამ გაკვეთილისთვის იყო უნივერსალური,
გამოიწვია ინტერესი, გაზარდა ჩართულობა, ამ აქტივობის დროს აბსოლიტურად ყველას ინტერესს
იწვევდა საგაკვეთილო პროცესი და მასში მონაწილეობის მიღება.მოსწავლეთა
შეფასება მოვახდინე როგორც განმსაზღვრელი,
ასევე განმავითარებელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი რუბრიკის გამოყენებით, მაგრამ
ვთვლი რომ, რადგან ძალიან მაღალი იყო აქტივობა და მოსწავლეთა ჩართულობა, შემეძლო უფრო
მეტი განმსაზღვრელი ქულის დაწერა. მოსწავლეებმა
გაკვეთილი შეაფასეს "შუქნიშნის" პრინციპით დარიგებული ფერადი სტიკერების
საშუალებით. კმაყოფილი ვარ ,რომ
მოლოდინმა გაამართლა, მივაღწიე არა მარტო საგაკვეთილო მიზანს, არამედ დავაინტერესე
მოსწავლეები ნასწავლი ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში
.
Подписаться на:
Сообщения (Atom)
-
პროცენტი ( ლათ. procentum — ასზე) — ერთეულად მიღებული მთელის მეასედი ნაწილი. მისი ნიშანია: %. მაგალითად, 7 მეტრის 12% შეადგენს 0,84 ...
-
თანამედროვე ეპოქაში მათემატიკა ცხოვრების განუყრელი ნაწილია. იგი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლო...
-
მხიარული ვიქტორინის გადმოწერა მე-6 კლასი ტესტირება თამაში