2018 წლის 27 მარტს გეოგრაფიის მასწავლებელმა თეონა ნიკოლაძემ და მათემატიკის მასწავლებელმა ელისო თაგვაძემ მოაწყვეს ექვსკურსია- გაკვეთილი ქუთაისის მეტეოროლოგირ სადგურში მე-7 კლასის მოსწავლეებთან ერთად. მოსწავლეებს მასპინძლობა გაუწია გიორგი ფრუიძემ. მან აღნიშნა , რომ მეტეოროლოგიური კვლევა ძირითადად ემყარება მეტეოროლოგიურ სადგურებში მოპოვებულ დაკვირვების მასალას. ეს სადგურები გაერთიანებულია სახელმწიფო მეტეოროლოგიურ ქსელში. მეტეოროლოგია ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების კანონზომიერებებს ხსნის, უპირველეს ყოვლისა, დაკვირვებათა მასალის სტატისტიკური ანალიზით; XIX საუკუნიდან იყენებენ აგრეთვე მეტეოროლოგიური დაკვირვების სინოპტიკური ანალიზის მეთოდსაც, რისთვისაც ყოველდღიურად ადგენენ დაკვირვების ვადების შესაბამის სინოპტიკურ რუკებს.
XIX საუკუნის ბოლოდან და განსაკუთრებით XX საუკუნეში, დიდი მნიშვნელობა მიეცა ატმოსფერული პროცესების ფიზიკას და მათ ანალიზს. ბოლო წლებში ატმოსფეროში მიმდინარე პროცესებზე ხელოვნური ზემოქმედების განვითარების შედეგად მეტეოროლოგიაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცდას როლი. თანამედროვე მეტეოროლოგია ატმოსფეროს მდგომარეობას შეისწავლის დედამიწის ხელოვნური მეტეოროლოგიური თანამგზავრებისა და რადიოლოკატორების საშუალებით. თეორიული კვლევის დროს ფართოდ იყენებენ ელექტრონულ გამომთვლელ მანქანებს. უკანასკნელ წლებში წარმოიშვა და სწრაფად განვითარდა თანამგზავრული მეტეოროლოგია და გამოყენებითი დისციპლინები – საავიაციო მეტეოროლოგია, აგრომეტეოროლოგია, სამშენებლო კლიმატოლოგია და სხვ.
მეტეოროლოგიაში ძირითადი ამოცანაა ამინდის სხვადასხვავადიანი პროგნოზი. სწრაფად იზრდება ატმოსფერულ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების (სეტყვასთან ბრძოლა, ზემოქმედება ღრუბლიანობასა და ნალექებზე, მცენარეთა დაცვა წაყინვებისაგან) პრაქტიკული მნიშვნელობა. დამუშავდა ასევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა – ატმოსფეროს გაჭუჭყიანების შესწავლა.

საქართველო მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის მსოფლიო სისტემაშია ჩართული. მსოფლიოს მეტეოროლოგიურ ორგანიზაციას სადღეღამისო რეჟიმში ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნიდან 3 საათში ერთხელ მიეწოდება, მათ შორის საქართველოს 14 მეტეო სადგურიდან. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე გლობალური მასშტაბის ამინდის პროგნოზები დგება, რომლებიც CNN-ით და მასმედიის სხვა საშუალებებით ვრცელდება.
ამინდის მსოფლიო სამსახურის ძირითად კომპონენტს დედამიწაზე, ზღვაზე, ჰაერში და კოსმოსურ სივრცეში მეტეოროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების გლობალური სისტემა წარმოადგენს. ამ სისტემაში გაერთიანებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრი 191 ქვეყანა, მათ შორის - საქართველო.
მოსწავლეები დიდი ინტერესით ისმენდნენ, ინიშნავდნენ საინტერესო ინფორმაციას. გორგი ფრუიძემ ბავშვებს დაათვალიერებინა მეტეოროლოგიური ხელსაწყოები, აუხსნა მათი მოქმედების პრინციპი, ესაუბრა ავტომატურ სადგურზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაუმჯობესდეს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ, ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე, ამინდის პირობების უფრო ოპერატიულად შეფასება და უფრო მაღალი სიზუსტით პროგნოზირება იქნას მიღწეული

Комментариев нет:
Отправить комментарий