მათემატიკის უმაღლესი ჯილდო
ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი, კარენ ულენბეკი გახდა პირველი ქალი, რომელსაც აბელის £530 000-იანი ჯილდო გადაეცა.
ულენბეკმა პრიზი ისეთი მინიმალური ზედაპირების მქონე სტრუქტურების შესწავლისათვის დაიმსახურა, როგორიც, მაგალითად, საპნის ბუშტებია.
"მისმა ნაშრომებმა მინიმალური ზედაპირების შესახებ ჩვენი ცოდნა მნიშვნელოვნად გაზარდა", - აცხადებს დაჯილდოების კომიტეტის ხელმძღვანელი ჰანს მუნთ-კაასი.
მინიმალური ზედაპირის მქონე სტრუქტურის კარგი ყოველდღიური მაგალითი საპნის ბუშტია.
საპნის ბუშტების მათემატიკურად მანიპულირება და წარმოდგენა მეცნიერებს სხვადასხვა ფიზიკური მოვლენების, მაგალითად, ელექტრული ველების მოდელირებისა და შესწავლის საშუალებას აძლევს.
"ახალგაზრდა მათემატიკოსები ულენბეკის ნაშრომებს კარგად იცნობენ. აღსანიშნავია, რომ ულენბეკი ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდა გოგონებს მუდმივად ახალისებდა", - აცხადებს სურეის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯიმ ალ-ხალილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий