понедельник, 25 февраля 2019 г.

მათემატიკური დიზაინი

იხილეთ გაკვეთილის გეგმა
2019 წლის 22  თებერვალს  სსიპ ქ. ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასში ჩავატარე ხელონებასთან ინტეგრირებული    სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში.
ამ ტიპის  გაკვეთილის ჩატარება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ  სასწავლო-საგაკვეთილო პროცესში, ხშირად, მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უჭირს სქემების, დიაგრამების, გრაფიკების აგება, მათი შინაარსობრივი ფორმულირება და ფორმულების დამახსოვრება. არსებობს სტერეოტიპები, რომ მათემატიკური სიმბოლოებით გადმოცემული ინფორმაცია რთული და გაუგებარია, რაც წინასწარ ქმნის არაჯანსაღ განწყობას საგნის მიმართ.   აღნიშნული გაკვეთილი ხელს შეუწყობს მათემატიკური სიმბოლოების მარტივად აღქმასა , დამახსოვრებას და ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრებას.
  მას შემდეგრაც მოსწავლეები ერთხელ მაინც შექმნიან ''მათემატიკურ დიზაინს" და მოახდენენ ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებას, მა უკვე აღარ გაუძნელდებათ 
ანალოგიური ამოცანების გადაწყვეტა სხვა სიტუაციებშიტრანსფერი არ ხდება თავისთავადამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვარასაც ემსახურება ეს გაკვეთილი.
გაკეთილის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებ შეძენილი ცოდნისა და მიწოდებული  დიაგრამების, ფორმულების, ფრაზების საშუალებით შექმნათ მრავალფიგურიან კომპოზიცია, გამოყენებათ განაწილების  და სიბრტყეზე გარდაქმნის სხვადასხვა ხერხ.
გაკვეთილი დავიწყე  ისეთი აქტივობით, რომელიც აღძრავდა ინტერესს, დაანხებდა მოსწავლეებს კავშირს ხელოვნებასა და მათემატიკას შორის, კერძოდ ვაჩვენე მათემატიკური სიმბოლოების გამოყენებით შექმნილი მაისურის დიზაინები. მეც მეცვა მათემატიკური სიმბოლიკით  გაფორმებული მაისური. (საკუთარი დიზაინით და ხელით შექმნილი). მოსწავლეებს გავუჩინე სურვილი თავადაც ყოფილიყვნენ მონაწილენი კომპოზიციური განაწილების ხერხების გამოყენებით შეექმნათ საკუთარი ნამუშევარი.
გაკვეთილი იყო საინტერესო,  ვთვლი , რომ ცოდნის კონსტრუირების B ფაზაზე აქტივობამ ''მათემატიკური დიზაინი",
რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ცოდნის ტრანსფერი, დიდად განაპირობა საგაკვეთილო მიზნის მიღწევა.
მოსწავლეები ხალისით, ინტერესით ჩაერთნენ მაისურების დიზაინის შექმნაში, ეფექტურად გამოიყენეს მიწოდებული რესურსი. მათ იოლად განახორციელეს შეძენილი ცოდნის გამოყენება , დაინახეს  თეორიის და პრაქტიკის კავშირი. ტრანსფერი  განახორციელეს კეთებით, რამაც განაპირობა გაკვეთილის წარმატება.
 ჯგუფები საერთო მიზნის მისაღწეად მუშაობდნენ შეთანხმებულად. აირჩიეს პრეზენტატორები, ''მოდელები'' და დასკვნით ეტაპზე, ''პოდიუმზე'' წარმოადგინეს ''მათემატიკური დიზაინით'' შექმნილი მაისურები. რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, ხელოვნება და მათემატიკური მეცნიერება ერთმანეთთან შეეთავსებინათ, გამოეყენებინათ კომპოზიციური განაწილების ხერხები, ვიზუალურად და თემატურად დაეკავშირებინათ ისინი ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში, მათემატიკური სიმბოლოებით შექმნათ ისეთი ნამუშევარი, რომელიც არა მარტო ეფექტურად, არამედ შინაარსობრივადაც მნიშვნელოვანი იყო.
    ვთვლი , რომ  აქტივობები ისე იყო დაგეგმილი  გაკვეთილის  ყოველ ეტააპზე , რომ მოსწავლეთა ინტერესი არ განელებულა. ჩატარებულმა გაკეთილმა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ როცა გაკვეთილი  ორგანულად აკავშირებს საგანთა შორის ტრანსფერს და ყოველდღიურ რეალობას, ის ყოველთვის წარმატებულია.
   მოსწავლეები შევაფასე როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასებით, წინასწარ შედგენილი რუბრიკის გამოყენებით, მაგრამ ვთვლი, რომ რადგან ძალიან მაღალი იყო აქტივობა და მოსწავლეთა ჩართულობა, შემეძლო უფრო მეტი განმსაზღვრელი  ქულის დაწერა, რასაც მომავალში გავითვალისწინებ.
    გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად, არ მომიხდენია  დაგეგმილი აქტივობების და დროის ცვლილება. 
 გაკვეთილი მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ხელოვნებისა და მათემატიკის პედაგოგებისათვის, არამედ სხვა დარგის სპეციალისტებისათვისაც, რადგან მოცემულმა ინტეგრირებულმა გაკვეთილმა სხვადასხვა სფეროს ცოდნა გააერთიანა და საბოლოო ჯამშო ერთ მთლიან ჯაჭვად წარმოადგინა. პედაგოგებს დაანახა საგანთა შორის კავშირების მნიშვნელობა თითოეული გაკვეთილისათვის.
კმაყოფილი ვარ ,რომ მოლოდინმა გაამართლა, მივაღწიე საგაკვეთილო მიზანს და  დავაინტერესე მოსწავლეები  ნასწავლი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით.







четверг, 21 февраля 2019 г.

გაკვეთილის თემა: მათემატიკური დიზაინი


გაკვეთილის გეგმა
სსიპ .ქუთაისის 21- საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:
ელისო თაგვაძე

საგანი: მათემატიკა
კლასი: VII

გაკვეთილის თემა:  მათემატიკური დიზაინი

დრო: 40 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი:კლასში 3... მოსწავლეა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  მათ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასად
·                  გარემომცველ ობიექტებს შორის მოიძიებს სიმეტრიულ ობიექტებს;
·                  ხაზავს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) სიმეტრიულ ფიგურას მითითებული სიმეტრიის ღერძის მიმართ; ახდენს ბრტყელი ფიგურის (ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას;
·                  უთითებს ბრტყელი ფიგურის სიმეტრიის ღერძს/ღერძებს; ახდენს სიმეტრიულობის დემონსტრირებას; იყენებს ფიგურის სიმეტრიულობას ფიგურის თვისების დასადგენად.

..VII.1.   მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად გამოიყენ სახვითი  ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას
·                    იყენებს სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების გადმოსაცემად;
·                     ნამუშევრის შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., ხედვის წერტილს, წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;
·                     გამოსახავს მრავალფიგურიან კომპოზიციებს;

..VII.2.    მოსწავლე შეუძლია მიზანმიმართულად ირჩიო და შემოქმედებითად გამოიყენ  სხვადასხვა  მასალა,  ტექნიკა   და პროცედურა  ნამუშევრის  ექმნისას
·                     ქმნის კომპოზიციებს სხვადასხვა მოძიებული მასალით;
·                      ასრულებს გრაფიკულ ნამუშევრებს სხვადასხვა მანერით (ხაზი, შტრიხი, მონასმი, სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯები, კალამი და მცენარის ღეროები);
·                     ირჩევს შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების გადმოსაცემად.

·                      
გაკვეთილისმიზანი:  მოსწავლეები მიწოდებული მათემატიკური დიაგრამების, ფორმულების, ფრაზების საშუალებით შექმნიან მრავალფიგურიან კომპოზიციას, გამოიყენებენ განაწილების სხვადასხვა ხერხებს, შექმნიან დიზაინს, გადაიტანენ მაისურზე, მოაწყობენ მინი პოდიუმს.  

სამოდელო გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული

სასწავლო რესურსები:
სახელმძღვანელო, დიაგრამები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, შეფასების რუბრიკები, ფორმატზე განთავსებული გაკვეთილის  თემა და მიზანი.  მაისურები, მაისურზე სახატავი მარკერი, დამზადებული შაბლონები ფორმულებისათვის , ფრაზები მათემატიკაზე..........

საჭირო წინარე ცოდნა;
მათემატიკა
·                     საკოორდინატო სიბრტყე, გრაფიკი, პირდაპირპროპორიულობის, უკუპროპორიულობის გრაფიკი, პარალელური გადატანა , ღერძული სიმეტრია
·                     საჭირო ინფორმაციის ჩანიშვნა
·                      პრეზენტაციის უნარები.
ხელოვნება
·                     ხაზის ტიპები, ძირითადი ფერები, კონტრასტული ფერები, კომპოზიცია, კომპოზიციის სახეები.

თემის აქტუალობა: 
მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას ''რანსფერს.
დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ხასიათდება გადატანის უნარით. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა, რასაც ემსახურება ეს გაკვეთილი.

გამოწვევის ფაზა A  
პროვოცირება
აქტივობა 1
აქტივობის ხანგრძლივობა: 
 ორგანიზების ფორმა: საერთო, საკლასო.
აქტივობის მიზანი: ინტერესის აღძვრა საგაკვეთილო პროცესისადმი.
რესურსი :
აღწერა:

აქტივობა 3; საგაკვეთილო თემის, მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა
აქტივობის ხანგრძლივობა:  3 წთ,
 ორგანიზების ფორმა: საერთო-საკლასო.                           
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაკვეთილის დასაწყისში შეძლებენ გაიგონ მასწავლებლის მიერ ვერბალურად გადაცემული  გაკვეთილის თემა, მიზანი, შეფასების კრიტერიუმები და განეწყონ გაკვეთილის მოსასმენად.
რესურსი;  შეფასების რუბრიკა, გაკვეთილის თემა და მიზანი ფლიპჩარტზე ,   საპრეზენტაციო დაფაზე.
ორგანიზების ფორმა; მთელი კლასი.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს, რომ  დღევანდელი გაკვეთილის თემას წარმოადგენს ორ წერტილს შორის მანძილის  პრაქტიკულად გამოთვლა, მიზანია  ვიპოვოთ ორ ობიექტს შორის მანძილი  და ამისათვის გამოვიყენოთ შეძენილი მათემატიკური ცოდნა, აჩვენებს თვალსაჩინო ადგილზე განთავსებულ თემას, მიზანს და აცნობს შეფასების რუბრიკას.
ცოდნის კონსტრუირება B ფაზა
აქტივობა 4.
აქტივობის ხანგრძლივობა  .
აქტივობის მიზანი; 
რესურსი: ორგანიზების ფორმა;
აღწერა:  

რეფლექსია  C ფაზა
აქტივობა 5
აქტივობის ხანგრძლივობა  5 წთ.
ორგანიზების ფორმა:
 აქტივობის მიზანი;  
რესურსი;
აქტივობის აღწერა: 
აქტივობა 6. შეჯამება
აქტივობის ხანგრძლივობა:  4 წთ.
ორგანიზების ფორმა:
აქტივობის მიზანი: რესურსი : დიაგრამა, მარკერი
აქტივობის აღწერა;

აქტივობა 7. შეფასება, ურთიერთშეფასება
აქტივობის ხანგრძლივობა  4 წთ.
ორგანიზების ფორმა; მთელი კლასი
აქტივობის მიზანი:  სწავლა-სწალების ხარისხის ამაღლება.
რესურსი:  შეფასების რუბრიკა, დიაგრამა "შუქნიშანი", სტიკერები.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს დაკვირვების საფუძველზე, თითოეულ აქტივობაში მათი ჩართულობის, ცოდნის, გაგება-გააზრება, დაკავშირება წინარე ცოდნასთან, პრაქტიკულ უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით, (განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა დანართი N1)   თვითშეფასებას ''შუქნიშნის''  დიაგრამის მიხედვით. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას მწვანე, ყვითელი და წითელი სტიკერებით აღნიშნონ თავიანთი დამოკიდებულება საგაკვეთილი მუშაობისას, რომლებსაც  მასწვალებელი განათავსებს სიმბოლურად დიაგრამა "შუქნიშანზე" .
რესურსები:  შეფასების რუბრიკა, დიაგრამა "შუქნიშანი"  , სტიკერები.
აქტივობა 8.   საშინაო დავალება.
აქტივობის ხანგრძლივობა  2 წთ.
აქტივობის მიზანი: მიღებული  ცოდნის გამტკიცება
რესურსები: სახელმძღვანელო.
ორგანიზების ფორმა; მთელი კლასი
აქტივობის აღწერა; მასწავლებელი მოსწავლეებს უთითებს შესაბამის სავარჯიშოებს სახელმძღვანელოდან.